“საქართველომ ძალიან საინტერესო მატჩები ჩაატარა, მათ ჩეხეთთან გამარჯვების შანსი ჰქონდათ, დამაჯერებლად ითამაშეს თურქეთთანაც” – პორტუგალიის მწვრთნელი

“საქართველომ ძალიან საინტერესო მატჩები ჩაატარა, მათ ჩეხეთთან გამარჯვების შანსი ჰქონდათ, ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს თურქეთთანაც”, – ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ამ ნაკრებმა შეძლო საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა. მათ ძალიან ბევრი გააკვირვეს იმით, რომ ლუქსემბურგი და საბერძნეთი დაამარცხეს. ვფიქრობ, ბოლო ორ მატჩში არ გაუმართლათ, რადგან მეტი ქულის აღება შეეძლოთ.

მორიგი მოგებისთვის ვემზადებით გუნდთან, რომელსაც გამარჯვება სჭირდება”, – აღნიშნა მარტინესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები