სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ადამიანის უფლებების დარღვევებში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ათი წლის წინ ყირიმის ანექსია მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) განაცხადა, რუსეთის ხელისუფლების ქმედებები მოიცავდა ისეთ დარღვევებს, როგორიცაა სიცოცხლის უფლების დარღვევა, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის დარღვევა, რელიგიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

უკრაინის მიერ აღძრული საქმეზე სასამართლოს დადგენილება მოსკოვს ავალდებულებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ზომები ყირიმიდან გადაყვანილი შესაბამისი პატიმრების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები