უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 90 სამხედრო მებრძოლი გაათავისუფლა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 90 სამხედრო მებრძოლი გაათავისუფლა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

მისი თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებული არიან ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალები, რეგულარული არმიის, ტერიტორიული დაცვისა და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.

„სახლი მხოლოდ სიტყვა არ არის. სახლი ნიშნავს უკრაინას. დღეს კიდევ 90 ჩვენი მებრძოლი დაბრუნდა სახლში რუსული ტყვეობიდან. ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების, სასაზღვრო სამსახურის მეომრები. ისინი, ვინც იცავდნენ მარიუპოლს, ისინი, ვინც იცავდნენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს. ისინი, ვინც იბრძოდნენ ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის მიმართულებებზე. რუსების ტყვეობაში მყოფი ყველა ჩვენიანი გვახსოვს. ყოველი მათგანის გასათავისუფლებლად ვაგრძელებთ მუშაობას“, – წერს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები