“რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ; ოცნებები ხდება” – ხვიჩა კვარაცხელია

“რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ოცნებები ხდება. იმედია, თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო.

პორტუგალიას ვაფასებთ, თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, მათ ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ასე იყო თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრებშიც.

წინა მატჩებში ბოლო წუთებზე გამოუყენებელმა მომენტებმა გამოცდილება შეგვძინა, შესაძლოა, მათ სურათი შეეცვალა, ახლა კი ვარჯიშებზე ამისთვის ვემზადებით“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები