“ვფიქრობ, ქართველი ხალხი ბედნიერი უნდა იყოს” – ზივზივაძე ნაკრების წარმატებაზე

“ყველა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე მოვიპოვეთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.

“ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა ეპიზოდებში. თუმცა, ჩემი აზრით, თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბედნიერი უნდა იყოს ამით”, – აღნიშნა ზივზივაძემ.

საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება  ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები