“ჩვენ 100%-ით დავიხარჯებით იმისთვის, რომ ჩვენი გავაკეთოთ, მოვიგოთ თამაში და გავიდეთ ჯგუფიდან” – მამარდაშვილი

“რთული თამაში გველოდება პორტუგალიასთან. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებია ამ ევროპის ჩემპიონატზე”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.

“რთული თამაში გამოვა, მაგრამ ჩვენ 100%-ით დავიხარჯებით იმისთვის, რომ ჩვენი გავაკეთოთ, მოვიგოთ თამაში და გავიდეთ ჯგუფიდან”, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები