“შენი ქვეყნის სახელი რომ გაგაქვს, ამაზე დიდი ემოცია არ არსებობს” – დავითაშვილი
“ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის ყველასთვის საოცნებოა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.
“ეს ჩემთვისაც ოცნება იყო. რომ გამოდიხარ და შენი ქვეყნის სახელი რომ გაგაქვს, ამაზე დიდი ბედნიერება, ამაზე დიდი ემოცია, ალბათ, არ არსებობს”, – აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.