რუსეთში ნარკოტიკებით მასობრივი მოწამვლის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სურგუტში უცნობი ნარკოტიკული ნივთიერებით 50 ადამიანზე მეტი მოიწამლა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„18-იდან 24 სექტემბრამდე სურგუტის სამედიცინო დაწესებულებებს უცნობი ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენების შედეგად ფსიქიური ქცევის აშლილობის ნიშნებით 51 ადამიანმა მიმართა“, – განაცხადეს შშს-ს პრესსამსახურში.
20 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია. ყველა დაზარალებულის ასაკი 26-დან 30 წლამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები