“პირველი მარტიდან იმ უცხოელმა, ვისაც სურს დასაქმება საქართველოში, უნდა მოიპოვოს ამისთვის სპეციალური ნებართვა” – ალექსანდრე დარახველიძე
“უკვე პირველი მარტიდან იმ უცხოელმა, ვისაც სურს დასაქმება საქართველოში, უნდა მოიპოვოს ამისთვის სპეციალური ნებართვა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა.
„ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც კრიტიკული აუცილებლობა არსებობს, ასე ვთქვათ, კვალიფიციური და გარეშე კადრების დასაქმების, ხოლო იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა ჭარბია, მაქსიმალურად შეიზღუდება და შეიძლება ნულამდეც დავიდეს ამ ადამიანების [უცხოელების] დასაქმება.
ძალიან დიდია ეკონომიკური ეფექტი, რაც უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლას მოაქვს. თუმცა, ჩვენ შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავებთ და წარვუდგენთ პარლამენტს ცვლილებებს. ეს ცვლილებები ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ სტუდენტებს, რომელთაც მართლა სურთ საქართველოში განათლების მიღება, ხოლო მეორე მხრივ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ საშუალებას იყენებენ გარკვეული ნორმების არასრულყოფილების გამო, ბოროტი მიზნებისათვის, ამ შემთხვევაში მკაცრი რეგულაციები დაინერგება“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.