“ოპოზიცია სოციალურად დაუცველთა რიცხვებით მანიპულაციურად ჟონგლიორობს” – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის  განცხადებით, ოპოზიცია “სოციალურად დაუცველთა რიცხვებით მანიპულაციურად ჟონგლიორობს”.

„ეს სულ სპეკულაციებია, სულ მანიპულაციური ჟონგლიორობა რაოდენობებით, კონკრეტული შემთხვევებით, თან ასეთ სპეკულაციებს ოპოზიციიდან ახორციელებენ იმ პირობებში, როდესაც ყველამ კარგად იცის, რა არის რეალურად მიზეზი, მაინც საზოგადოებას სპეკულაციურად აჯერებენ, რომ თითქოს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ხალხი უფრო ღარიბდება, ეს აბსოლუტურად არასწორი დასკვნაა“, – აღნიშნავს მინისტრი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები