დიმიტრი ხუნდაძე – ესტონეთის საელჩოს მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე: სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას

„ხალხის ძალის” გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ესტონეთის ელჩის მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, ელჩმა კარგად იცოდა სტუდენტების მხრიდან დაგეგმილი აქციის შესახებ და, “როგორც ჩანს, ასეთ დღეს სტუმრობა სხვა არაფერია, თუ არა ღია მხარდაჭერა”.

დიმიტრი ხუნდაძე სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ხშირად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დგანან იქ, სადაც ღიად ფიქსირდება ხელისუფლების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებები.

„როგორც ჩანს, ესტონეთის ელჩმა სომხეთში წასვლის წინ საქართველოში ილიაუნიში შეიარა. მან კარგად იცის, რომ დღეს ილიაუნის სტუდენტები აპირებენ აქციის ჩატარებას და ეტყობა გამამხნევებელი სიტყვა შეაშველა, რომ კარგად იხმაურონ და განეწყონ ხელისუფლების წინააღმდეგ.

სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები