“ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის ჩვენ შეხედულებები ვაშინგტონთან არა მხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში” – მაჭავარიანი
“ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის ჩვენ შეხედულებები ვაშინგტონთან არა მხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მან სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ეხება.
„ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, სამწუხაროდ ჩვენ ამ პრობლემას პირისპირ დავჯახებივართ, კარგი მაგალითია ვენეციის კომისია, არამარტო ის, ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. გაცილებით სხვა წონაა, როდესაც ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან სასიამოვნოა რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში ჩვენი შეხედულებები, არამედ პოლიტიკურ ჭრილში. ერთი ერთში იმეორებს ამერიკის შეერთებული შტატები იმ გზავნილებს რაც ჩვენგან ჟღერდებოდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.