„ბოევიკებმა“ მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის ტერიტორია დანაღმეს

მალაიზიური ბოინგის დაცემის ადგილი დანაღმულია. ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებლები და ექსპერტები ავრცელებენ. ნაღმების გამო სპეციალისტები საგამოძიებო სამუშაოს შესრულებას ვეღარ ახერხებენ, – წერს უკრაინული პრესა.
რისკების მიუხედავად, გაერთიანებული საგამოძიებო ქვედანაყოფების ექსპერტები მალაიზიიდან, ავსტრალიიდან და ნიდერლანდებიდან სამუსაოს გაგრძელების ნებისმიერ საშუალებას ელოდებიან. „უკრაინული სახელისუფლებო ძალებს და სეპარატისტებს შორის ბრძოლები დონეცკში პრაქტიკულად განუწყვეტლივ მიმდინარეობს, ამიტომ იმ ტერიტორიაზე ყოფნა გამომძიებლებისთვის უსაფრთხო არ არის. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით ნებისმიერ საშუალებას ზამთრის მოსვლამდე განვაგრძოთ სამუშაოები“, – განაცხადა მალაიზიური პოლიციის თავმჯდომარემ ხალიდ აბუ ბაკარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები