ოკუპირებულ აფხაზეთში, ზღვაში 17 წლის ზუგდიდელი მოზარდი დაიხრჩო

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდაში 17 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილი ზუგდიდის სოფელ ინგირში ცხოვრობდა.

მოზარდის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ ზღვამ გამორიყა.
ცხედარი ამ დროისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები