“ყველაფერი წინ არის” – ლევან კობიაშვილი

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კობიაშვილის თქმით, ყველაფერი წინ არის.

“ჩვენი ნაკრების საოცარი მატჩი ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე, მატჩის საუკეთესო მოთამაშე და ათასობით ქართველი ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ.

საოცარი დღე იყო, რისთვისაც მადლობა თითოეულ თქვენგანს!

ყველაფერი წინ არის”, – წერს ლევან კობიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები