“იმედი მაქვს, ისტორიული გამარჯვებაც წინ გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, წარმატება ჩვენს ბიჭებს” – ამილახვარი

„მსგავსი სიამაყის განცდა ალბათ ხშირად არ გვაქვს, როდესაც ასეთ სარბიელებზე საქართველოს ჰიმნი ჟღერდება”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში “იმედი live” ეროვნული ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა.

“მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, შტაბს, მწვრთნელს, ფედერაციას იმ თავდადებისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს და იმ ისტორიული ქულისთვის. დიდი იმედი მაქვს, ისტორიული გამარჯვებაც წინ გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, ამიტომ, წარმატება ჩვენს ბიჭებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები