ზურიკო დავითაშვილი: ყველას, სრულიად საქართველოს გავახარებთ; შეიძლება, ეს შემდეგ თამაშშიც იყოს

„როგორც ყველა თამაშის მერე, ამჯერადაც მინდა, გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. ძალიან ბევრნი ვიყავით, კარგი გარემო შექმნეს, გვერდში გვიდგანან”, – ამის შესახებ ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

“ძალიან ბევრნი ვიყავით, კარგი გარემო შექმნეს, გვერდში გვიდგანან. მათთვის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი გვაძლიერებს. მჯერა, რომ მომავალშიც ასე დაგვიდგებიან გვერდში და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ყველას, სრულიად საქართველოს გავახარებთ. შეიძლება ეს შემდეგ თამაშშიც იყოს“, – თქვა დავითაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები