„ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ, ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე” – კვარაცხელია

„ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

“ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ მოსვლია, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს”, – განაცხადა კვარაცხელიამ, რომლის კომენტარს sportall.ge ავრცელებს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები