ჩილეში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩილეს სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის მატარებელი საცდელ რეისს ასრულებდა, როდესაც კერძო სარკინიგზო კომპანიის სატვირთო მატარებელს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.

ჩილეს ტრანსპორტის მინისტრმა ხუან კარლოს მუნიოსის განცხადებით, გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები