ნაზარ ვოლოშინი: ოკუპანტები თავდასხმებს აგრძელებენ, კუპიანსკის მიმართულებით მტერი ავიაციას იყენებს
კუპიანსკის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა ოთხი საბრძოლო შეტაკება მოიგერიეს. პოკროვსკის, კრამატორსკსა და კურახოვოს მოწინააღმდეგემ ყველაზე მეტად შეუტია, – ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ სპიკერმა, ნაზარ ვოლოშინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება სევერსკის მიმართულებით, ხოლო კრამატორსკის მიმართულებით უკრაინელებმა, ოკუპანტების 15 თავდასხმა მოიგერიეს.
„კუპიანსკის მიმართულებით მტერი იყენებს ავიაციას. ამ დროისთვის ნოვოსელივკას და სინკოვკას მახლობლად ბრძოლა მიმდინარეობს. არანაკლებ აქტიურობა ლიმანის მიმართულებით. დღეს ოკუპანტმა დაახლოებით რვაჯერ შეუტია მაკიივკას, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს თავდასხმები, სიტუაცია ამჟამად კონტროლს ექვემდებარება“, – აღნიშნა ვოლოშინმა.