ვლადიმერ პუტინი: რუსეთი აშშ-ის იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის

რუსეთი ებრძვის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელსაც შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

„ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ჰეგემონური, იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დაამყარეს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – აცხადებს პუტინი.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას რუსეთის პოლიტიკისადმი, მათ შორის უკრაინის მიმართულებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები