სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი აჩვენებს, რამდენად დამოკიდებულია რუსეთი ავტორიტარულ ქვეყნებზე

Press conference by NATO Secretary General Jens Stoltenberg ahead of the 2023 NATO Vilnius Summit

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგი განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აჩვენებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში კრემლის მმართველის ვიზიტი „ადასტურებს, თუ რამდენად არიან დამოკიდებული პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ქვეყნებზე“.

„მათი უახლოესი მეგობრები და რუსეთის ომის ძალისხმევის, აგრესიული ომის, ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანვე დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე ბევრი სანქციაა დაწესებული, მაგრამ რუსეთი სანქციებს არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები