“ომის დასრულების ორი სცენარი – რა გადაწყდა ბიურგერშტოკში: გადაიდგა თუ არა მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები და რას იზამს პუტინი?!” – BBC Russian ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს

„შვეიცარიის სამიტის შედეგები: პირველი ნაბიჯი მშვიდობისაკენ და წარმატების ფრთხილი მოლოდინი“ ,- აღნიშნული სათაურით ანალიტიკური პუბლიკაცია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსულენოვანმა სამსახურმა (BBC russian) გამოაქვეყნა.

პუბლიკაციის ავტორი – სვიატისლავ ხომენკოა. სტატიაში  განხილულია შეხვედრის შედეგები და შეფასებებია მოცემული.

“შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო სამიტის შეფასებაში მთავარი მომენტი არის მოლოდინის მენეჯმენტი, ანუ როგორ უნდა მოხდეს მოსალოდნელი მოვლენების მართვა.

თუ ვინმე ელოდებოდა იმას, რომ როგორც კი შეხვედრის მონაწილენი ხელს მოაწერდნენ კომუნიკეს, უკრაინაში ომი შეწყდებოდა, მაშინ ის, რა თქმა უნდა, დიდ იმედგაცრუებას გრძნობს. თუმცა, დიდი ალბათობით, ასეთი ადამიანები, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წელს, უკვე არავინ აღარ არის დარჩენილი. ამიტომაც, მოდით გავარკვიოთ, თუ რა მოხდა 15-16 ივნისს კურორტ ბიურგეშტოკში.

დიპლომატიური ინციატივა

ამრიგად, არსებობს ომის დასრულების ორი სცენარი: სამხედრო, როცა ერთ-ერთი მხარე გამარჯვებას აღწევს ბრძოლის ველზე და დიპლომატიური, როცა ომის დასრულების პირობებზე პოლიტიკოსების მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამჟამად ბრძოლის ველზე რუსეთი უტევს, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული წარმატების გარეშე. უკრაინა თავს იცავს, თუმცა მას იმედს უძლიერებს დასავლეთისაგან სულ უფრო ინტენსიურად გამოგზავნილი დახმარება. რაიმე განსაკუთრებული გარდატეხა უახლოეს მომავალში ამ თვალსაზრისით მოსალოდნელი არ არის”,- აღნიშნულია სტატიაში, რომლის ქართულად თარგმანიც “კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები