უამინდობამ ცაგერში პრობლემები შექმნა – განადგურდა ვენახები 

ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა ცაგერში პრობლემები შექმნა.

მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ადგილობრივ მოსახლეობას. განადგურებულია ვენახები, ნათესები და ნარგავები. ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები და შიდა სასოფლო გზები.

სპეციალურმა კომისიამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.

სტიქიის შედეგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები