სამტრედიაში პირველად, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით საჯარო სკოლებს შორის, მყარი ნარჩენების გადამუშავების თემატიკაზე კონკურსი გაიმართა

პირველად სამტრედიაში, მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის ინიციატივით და მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზატორობით, სამტრედიის საჯარო სკოლებს შორის, მყარი ნარჩენების გადამუშავების თემატიკაზე კონკურსი გაიმართა. კონკურსში ჩართულმა სკოლებმა მოამზადეს სოციალური რეკლამები, რომელთაგან კომპეტენტურმა ჟიურიმ აარჩია სამი საუკეთესო ნამუშევარი. მე-3, მე-7 და მე-8 საჯარო სკოლების ნამუშევრები, სოციალური ქსელის მეშვეობით, ე.წ. ,,ლაიქების” რაოდენობით შეფასდა. მათი რეიტინგი გახდა გამარჯვების საფუძველი.

დღეს გამარჯვებული სკოლები მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად დააჯილდოვა. მესამე ადგილი სამტრედიის მე-8 საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე ადგილზე მე-3 საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო პირველი ადგილი ხმის მიცემის პრინციპით, მე-7 საჯარო სკოლას ერგო.

,,აღნიშნული კონკურსი საზოგადოებაში და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ნარჩენების მართვის მიმართულებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ეს ყველაფერი არ არის დამოკიდებული მხოლოდ მომსახურე ორგანიზაციებზე. საზოგადოება უნდა იყოს ჩართული ნარჩენების მართვის წარმოქმნის პროცესიდან დაწყებული მისი მართვის ნებისმიერ ეტაპზე. მიხარია, რომ ამ საკითხს ახალგაზრდები ასეთი ენთუზიაზმით შეხვდნენ. მადლობა მათ, თითოეულ სკოლას და ყველა მონაწილეს.”- აცხადებს დავით ბახტაძე.

ფინალურ ეტაპზე გადასულ, გამარჯვებულ სკოლებს მერიისგან სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები