ვიქტორ ორბანი: ნატოს 32 წევრიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს – ეს შეცდომაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვებას სავალდებულოდ არ მიიჩნევს, – ამის შესახებ უნგრული გამოცემა Telex-ი იუწყება.
ორბანის თქმით, უნგრეთი ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური წევრი ქვეყანაა.
„ნატოს 32 წევრიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს, უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს შეცდომაა. თუნდაც თუკი ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო დავრჩით 32-ს შორის” – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება აუცილებელი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ნატო მაინც „ხელს უწყობს ომს, უნგრეთი კი – მშვიდობის მხარესაა“.
უნგრეთის პრემიერის განცხადებით, მისი მთავრობა ხელს არ შეუშლის ნატოს მისიას უკრაინაში, მაგრამ არც მონაწილეობას მიიღებს მასში.