სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რაფაჰში ისრაელის ძალების ოპერაციები კვლავ შეზღუდულია

შეერთებულ შტატებს ჯერ არ უნახავს ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში განხორციელებული დიდი სამხედრო ოპერაცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაციები არ არის ღაზის სხვა ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების „ზომის, მოცულობის ან მასშტაბის“ და ეს „უფრო შეზღუდული ოპერაციაა“.

ებრაულ მედიასაშუალებებში ისრაელის ოფიციალური პირების ცნობებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ IDF, უახლოეს კვირებში, რაფაჰში თავისი ოპერაციების დასრულებას გეგმავს, რათა ლიბანის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ინტენსიური შეტევისთვის მოემზადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები