სომხეთში აშშ-ის საელჩო: თვალს ვადევნებთ ერევანში მიმდინარე აქციებს, მომიტინგეებს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით გამოიყენონ შეკრების თავისუფლების უფლება ძალადობისგან თავის შეკავებით

სომხეთში აშშ-ის საელჩო მომიტინგეებს მოუწოდებს, შეკრების თავისუფლების უფლება გამოიყენონ პასუხისმგებლობით, ძალადობისგან თავის შეკავებით.

როგორც სომხეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური დავების გადაჭრის გზა დემოკრატიული პროცესია.

„აშშ-ის საელჩო თვალს ადევნებს ერევანში მიმდინარე აქციებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით გამოიყენონ შეკრების თავისუფლების უფლება ძალადობისგან თავის შეკავებით. დემოკრატიული პროცესი პოლიტიკური დავების გადაჭრის გზაა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, შეინარჩუნონ წესრიგი ისე, რომ დაიცვან მოქალაქეთა უფლებები გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და გამოიძიონ ნებისმიერი ინციდენტი, რომლის დროსაც შეიძლება დაირღვეს პროცედურები, მათ შორის ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები