ბელარუსმა ერევნიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
ბელარუსმა ერევნიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, ანატოლი გლაზზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დღეს გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მან ჩვენთვის ამ საკითხის განმარტება სცადოს. სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ელჩი ერევნიდან ასევე ჩამოვა მინსკში“, – განაცხადა გლაზმა.
ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის ბელარუსში იქამდე არ გაემგზავრება, ვიდრე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იქნება.