ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო გალილეის რეგიონი და გოლანის მაღლობები.

რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ნაწილმა კი აფეთქების შედეგად ხანძარი გააჩინა, როგორც ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა განაცხადა, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამი უპილოტო საფრენი აპარატის გაანეიტრალეს, დანარჩენ ორზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები