ნიკოლ ფაშინიანი: სუსტი მთავრობა არასდროს ვიქნებით – ეს კატასტროფაა სახელმწიფოსთვის
სუსტი მთავრობა არასდროს ვიქნებით, რადგან ეს კატასტროფაა სახელმწიფოსთვის – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში, 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა.
მისი განცხადებით, არეულობის პროვოკატორები უნდა დაისაჯონ.
ამასთან, ფაშინიანის თქმით, მხოლოდ ხალხს შეუძლია სომხეთში ხელისუფლების შეცვლა.
„ჩვენ არ ვიქნებით სუსტი მთავრობა, ჩვენ ვიქნებით მოსიყვარულე, თანამგრძნობი, დამხმარე, მხარდამჭერი, ტოლერანტული, მაგრამ არასდროს სუსტი მთავრობა, რადგან ეს სახელმწიფოსთვის კატასტროფაა. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ლეგიტიმურობისა და კანონის ძალით, კანონიერების ძალით, რათა დავიცვათ სახელმწიფო, საზოგადოება, დემოკრატია, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მხოლოდ ხალხს შეუძლია სომხეთში ხელისუფლების შეცვლა როცა უნდა. თუ სურს, გააკეთებს, თუ არ უნდა, არ გააკეთებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ინფორმაციისთვის, სომხეთში აქციები 20 აპრილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივ დათმობებს აპროტესტებენ.
ამასთან, გუშინ, 12 ივნისს ერევანში აქციაზე 98 ადამიანი დააკავეს, ასევე, დაშავდა 101 მოქალაქე მათ შორის არიან პოლიციელები.