პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთი არ არის თანახმა, უკრაინას Patriot-ის სისტემები გადასცეს

პოლონეთი არ არის თანახმა, საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცეს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„პოლონეთის „პეტრიოტები“ იცავენ პოლონეთის ცას და ეს არ შეიცვლება“, – წერს ტომჩიკი პლატფორმა X-ზე.

ამასთან, New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთში დისლოცირებული ამერიკული Patriot-ების უკრაინაში გაგზავნაზე მსჯელობენ.

ინფორმაციისთვის, ამერიკული Patriot-ების ბატარეა ამჟამად პოლონეთშია განლაგებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები