იენს სტოლტენბერგი: ნატო მოსკოვის მტრული ქმედებების საპასუხოდ უფრო მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს
ნატო რუსი ჯაშუშების მიმართ და მოსკოვის მტრული ქმედებების საპასუხოდ, რომელიც მოიცავს დივერსიულ აქტებს და კიბერშეტევებს, უფრო მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს თავდაცვის მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ალიანსის მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული ქმედებების კამპანიას განიხილავენ.
„ვნახეთ დივერსიის, ხანძრების განზრახ გაჩენის მცდელობების, კიბერშეტევების, დეზინფორმაციის რამდენიმე მაგალითი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, მინისტრები, ასევე, იმსჯელებენ კრიტიკული საზღვაო და კიბერ ინფრასტრუქტურის დაცვაზე და ასევე, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებისთვის ალიანსის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე.