ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკავშირის სასამართლომ, მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში დაკისრებული ზომების შეუსრულებლობისთვის უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დადგენილი ზომების შესრულების ვადაგადაცილების თითოეულ დღეს უნგრეთს 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.
2020 წლის დეკემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთი არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანონმდებლობას მიგრანტებთან მოპყრობასთან დაკავშირებით და დაავალა ბუდაპეშტთან მიგრაციული პოლიტიკის ცვლილება.
სასამართლოს დადგენილებით, უნგრეთმა არ მიიღო აუცილებელი ზომები თავშესაფრის მაძიებელთა საერთაშორისო დაცვის პროცედურის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით 2020 წლის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ამასთან, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილებით, ბუდაპეშტი არ იცავდა თავშესაფრის მაძიებელთა უფლებას, დარჩენილიყვნენ უნგრეთში მათ განაცხადთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
სასამართლოს აზრით, ამგვარი მოქმედებით უნგრეთი უგულებელყოფდა თანამშრომლობის პრინციპს და მიზანმიმართულად არიდებდა თავს ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის გავრცელებას.