ქუვეითში გაჩენილ ხანძარს 49 ადამიანი ემსხვერპლა

ქუვეითში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 49 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 40 ინდოეთის მოქალაქე იყო, რომელიც ქუვეითში მუშაობდა.

ამასთან, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 47 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაცია დაადასტურა ქუვეითში ინდოეთის ელჩმაც, რომელმაც საავადმყოფოში დაშავებულები მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ქუვეითში ინდოეთის ათასობით მოქალაქე მუშაობს, რომლებიც ძირითადად გადატვირთულ საცხოვრებლებში ცხოვრობენ, სადაც ტექნიკური გაუმართაობის გამო ცეცხლის გაჩენის შემთხვევები ხშირია.
ინფორმაციისთვის, ხანძარი გუშინ დილით, სამხრეთ ქუვეითის ქალაქ მანგაფში მდებარე შენობაში გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები