სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ერთ თვეში მოაწეროს ხელი

სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ერთ თვეში მოაწეროს ხელი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოსაწერად თითქმის მზადაა.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შეფასებით, სამშვიდობო ხელშეკრულების ამჟამინდელი ტექსტი საკმაოდ მომწიფებულია და შეიძლება შესწორდეს საბოლოო შტრიხები, მოვიყვანოთ იგი საბოლოო ფორმაში, ადრე დადასტურებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე და მოვაწეროთ ხელი.

თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო პრაღის შეთანხმებებისა და ალმათის დეკლარაციის ერთგულია. ჩვენ ეს პრინციპები დავადასტურეთ ბრიუსელის, სოჭის და პრაღის განცხადებებში”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები