იოსებ ბარდანაშვილისა და გაბრიელ პროკოფიევის მუსიკის საღამო – თორაძის ფესტივალზე

12 ივნისს, პირველად საქართველოში,  სერგეი პროკოფიევის შვილიშვილი – გაბრიელ პროკოფიევი „თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე“ გამოვა.   ორგანიზატორების ინფორმაციით, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, სოსო ბარდანაშვილისა და გაბრიელ პროკოფიევის მუსიკის საღამო გაიმართება. კომპოზიტორ სოსო ბარდანაშვილს საიუბილეო თარიღი აქვს.
ალექსანდრე კორსანტია – ფორტეპიანო; გაბრიელ პროკოფიევი – electronics; ედიშერ სავიცკი – ფორტეპიანო; გიორგი ცაგარელი – ალტი.
მათთან ერთად, კონცერტზე ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ევგენი მიქელაძის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და სხვა ქართველი სოლისტები მიიღებენ მონაწილეობას.
„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ მეორე გამოშვება 7-დან 19 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს.
ფესტივალი ტარდება დირიჟორი ჯანანდრეა ნოსედას და მევიოლინე მაქსიმ ვენგეროვის პატრონაჟით.
დამფუძნებლები არიან: თორაძის ფონდი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფონდი „ქართული გალობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები