“ნაცმოძრაობას” სათავეში სწორედ  ზურაბიშვილი ჩაუდგა, რათა ახალგაზრდების გული დაიპყროს და, ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი, ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს” – ვოლსკი

“ადამიანები, ვინც სისხლიანი ხელებით მოვიდნენ, დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, რასაკვირველია, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება და, აქედან გამომდინარე, ახალი ლიდერი შეარჩიეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს. ეს არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ.

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ბიძინა ივანიშვილი ღირსეული კაცია და რაც თავისი ქვეყნისთვის გაუკეთებია, არის მომავლის ბილიკები, რომელსაც ქვეყანა უკეთესობისკენ მიჰყავს. ამ ადამიანს უამრავი დამსახურება აქვს და მას ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები არ გადაუდგამს”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები