ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით კიდევ 70-ამდე რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით კიდევ 70-ამდე რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს დილით საერთო ჯამში ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 160-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული.

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა, ნაწილი კი ისრაელის მერონის რაიონში ჩავარდა.

ეს არის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა, რომელიც ომის დროს ლიბანიდან განხორციელდა.

ინფორმაციისთვის, მასიური სარაკეტო თავდასხმა, გუშინ სამხრეთ ლიბანში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე „ჰეზბოლას“ პასუხს წარმოადგენს, რომლის შედეგადაც, დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური თალებ აბდულა და კიდევ სამი მებრძოლი დაიღუპა.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები