“რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება ერთ ჯგუფში – ეს არის სვლა ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ” – თალაკვაძე
“რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება ერთ ჯგუფში, რომელსაც აღარც განსხვავებული პროგრამა ექნებათ, აღარც განსხვავებული ლიდერები უხელმძღვანელებენ, ალბათ ნომერსაც ერთს შეარჩევენ, რა თქმა უნდა, ეს არის სვლა ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
“ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ჯგუფში შეყვანა, რაღაც ფრონტის, ბანაკის ჩამოყალიბება თავისთავად ეწინააღმდეგება ევროპული დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ არჩევანი წაართვან მოქალაქეებს. არ ვიცი, რამდენად დაეთანხმებიან ამას პარტიები,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.