საქართველოს ეროვნული არქივი საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის ყრილობაში მონაწილეობდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაციამ საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) #32 ყრილობაში მიიღო მონაწილეობა. „არქივები და კვლევა – ანალოგურსა და ციფრულს შორის” ყრილობის მთავარი თემა იყო.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ბირგიტ კიბალთან და განიხილეს საქართველოს ეროვნული არქივისა და ICARUS-ის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალ ეტაპზე გადასვლა.

ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სოფიო ჯობავამ და ამავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ხატია ქინქლაძემ ასევე წარადგინეს პრეზენტაცია საქართველოში არსებული გერმანული დასახლებების შესახებ ეროვნულ არქივში დაცულ მე-19-მე-20 საუკუნეების დოკუმენტებზე დაყრდნობით.

საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) ყრილობა ყოველწლიურად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება და ითვალისწინებს ცენტრის წევრი არქივების შეკრებას. 2024 წლის პირველი ყრილობა სერბეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნოვი სადში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები