Bloomberg: საფრანგეთში გამოკითხვის შედეგად, არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ 35%-ით ლიდერობს
ორგანიზაცია Ifop-Fiducial-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 35%-ით ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
კვლევის თანახმად, თუ მემარცხენე პარტიები ალიანსს შექმნიან, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოლიტიკური ჯგუფი ხმების 18%-ს მიიღებს, ხოლო თუ ისინი დამოუკიდებლად იმოქმედებენ, მაკრონის პოლიტიკური ჯგუფი მხოლოდ 16%-ს მიიღებს.
ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.