არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს

არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის სპიკერი ავრცელებს.

არგენტინის პრეზიდენტის სპიკერის განცხადებით, შვეიცარიაში გამგზავრებამდე, ხავიერ მილეი 13-15 ივნისს იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება.

ინფორმაციისთვის, უკრაინის სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები