იენს სტოლტენბერგი ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანს შეხვდება
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს ბუდაპეშტში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.
„ჩემი, როგორც გენერალური მდივნის ამოცანაა, შევხვდე ნატოს ქვეყნების ლიდერებს და უზრუნველვყო, რომ ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება. მოუთმენლად ველოდები ბუდაპეშტში ჩასვლას, რათა ნატოს სამიტის დღის წესრიგი განვიხილო, რომელიც მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას და ასევე იმას, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე მისვლისას.
აღსანიშნავია, რომ „ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ იმყოფებოდა.