უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და 24 დრონი ჩამოაგდეს

A Russian drone is seen during a Russian drone strike, which local authorities consider to be Iranian made unmanned aerial vehicles (UAVs) Shahed-136, amid Russia's attack on Ukraine, in Kyiv, Ukraine October 17, 2022. REUTERS/Roman Petushkov

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წუხელ რუსების მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29 გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 5 რაკეტა და 24 ე.წ. „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს : Х-101/Х-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტით, ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ით, Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური, “კინჟალის” რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 24 დრონით, საიდანაც უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, 29 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები