მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის – „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსება“ – მეორე ეტაპზე გადასული 9 პროექტიდან კომისიის მეორე შემადგენლობამ ერთხმად შეარჩია 3 გამარჯვებული პროექტი.

ესენია:
• „შავი შაშვი ჩიო-ოო-და“ – რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე, პროდიუსერი ნინო ჩუტკერაშვილი;
• „ტრაგედია უგმიროთ“ – რეჟისორი და პროდიუსერი რევაზ ნასიძე;
• „ობსერვატორია“ – რეჟისორი და პროდიუსერი მარიამ ქარქაშაძე.
კომისიის წევრთა ორ-ორი ხმა მიიღო ორმა პროექტმა, ხოლო ოთხმა პროექტმა ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.
კონკურსის ამ ეტაპზე გადასული პროექტები განიხილა საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობამ, რომელიც იქმნება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კომისიის მეორე შემადგენლობაში შედის ოთხი წევრი, რომელთაგან ორი პროდიუსერია, ერთი – კინოცენტრის ფინანსისტი, ერთი – მოწვეული ეკონომისტი.
კონკურსი ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის 16 აპრილს გამოაცხადა. კინოცენტრს 22-მა პროდიუსერმა მიმართა. კონკურსისთვის გამოიყო 200 000 ლარი.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 4 ივნისს საზოგადოებას ეცნობა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული ცხრა პროექტის შესახებ, რომლებიც საექსპერტო კომისიის პირველმა შემადგენლობამ (ჟიურიმ) შემოსულ 22 პროექტს შორის მეორე ეტაპზე გადასასვლელად შეარჩია.