აშშ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას გადასცემს

აშშ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ ერთი Patriot-ის სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება გასულ კვირას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა The New York Times -ს განუცხადეს, რომ Patriot-ის სისტემა უკრაინის ფრონტის ხაზზე, დიდი ალბათობით, მომდევნო რამდენიმე დღეში განთავსდება.

ინფორმაციისთვის, გუშინ გამართულ კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად Patriot-ის შვიდი სისტემა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები