ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის აქტივობებისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს. გერმანიამ დღეს დაადასტურა, რომ დააფინანსებს Patriot-ის სისტემის შესყიდვას ნორვეგიასთან, დანიათან და ნიდერლანდებთან ერთად, რათა Patriot-ის 100 რაკეტა სწრაფად გაიგზავნოს უკრაინაში.
ნორვეგია ამ თანამშრომლობისთვის 125 მილიონ ევროს გამოყოფს“, – აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გუშინ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია და მისი მოკავშირეები უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის კიდევ 68 რაკეტას გადასცემენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები