ჰანტერ ბაიდენი – მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზე: უფრო მადლიერი ვარ, ვიდრე იმედგაცრუებული

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, ჰანტერ ბაიდენმა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ განცხადება გაავრცელა.

ჰანტერ ბაიდენი ოჯახის მხარდაჭერისთვის მადლიერებას გამოხატავს.

„დღეს უფრო მადლობელი ვარ იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მელისას, ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და საზოგადოებისგან განვიცადე ამ გასულ კვირას, ვიდრე იმედგაცრუებული ვარ შედეგით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ჰანტერ ბაიდენის ადვოკატმა ები ლოუელმა აღნიშნა, რომ გუნდი განაჩენით იმედგაცრუებულია.

„ჩვენ პატივს ვცემთ ნაფიც მსაჯულთა პროცესს და როგორც ამას ვაკეთებდით ამ დროის განმავლობაში, განვაგრძობთ ყველა იურიდიულ გამოწვევასთან გამკლავებას, რომელიც ხელმისაწვდომია ჰანტერისთვის“, – განაცხადა ლოუელმა.

ცნობისთვის, ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები