სალომე ზურაბიშვილი: როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს მოღალატეს ეძახის, ეს ქართული ჯარის არნახული შეურაცხყოფაა
როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართული ჯარის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად“ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა.
„როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართული ჯარის იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტი არის მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე მინდა პრემიერის მაგივრად მათ წინაშე ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქართული ჯარი გაძლიერდეს და იყოს ღირსეული შთამომავალი იმ ჯარისა, რომელიც იგებდა ბრძოლებში და რომელმაც მოიყვანა საქართველო დღემდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.